Sunday, May 12, 2019

მე-9 დღის რეფლექსია

მე-9 დღეს გვქონდა შემაჯამებელი ტრენინგი კიდევ ერთხელ გადავხედე და დავხვეწე მოდულის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შედგენილი პორტფოლიო ეს დამეხმარება პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ,რომელიც აუცილებელია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებლად .დიდი მადლობა ტრენერ მარინე მურჯიკნელს

Saturday, May 11, 2019

მე-8 დღის რეფლექსია

მერვე დღეს შევქმენით ბუკლეტი.განვიხილეთ მე-7 მოდელი ფასილიტაცია.გავაკეთეთ მოსწავლის დასახმარებელი ფასილიტაციის დოკუმენტი


  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვი


Sunday, May 5, 2019

მე-7 დღის რეფლექსია

გავლიხილეთ  მე-6 მოდული დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის განვიხილეთ აქტივობები ,რომელშიც განხილული იყო ყველა მოსწავლის საწიროებები.გავაკეთეთ პრეზენტაცია სწავლების ტიპებზე.განვიხილეთ  სწავლის პროცესის დიფერენცირება

Saturday, May 4, 2019

VI-დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაზიარებას.განვიხილეთ დავალებასთან  დაკავშირებული შენიშვნები,მოსწავლეთა პროექტების შეფასებას და უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს.
გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს.გავეცანით
მეხუთე მოდულის ძირითად  საკითხებს
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.

Saturday, April 20, 2019

მე-5 დღის რეფლექსია

მე-5 დღეს  ვისწავლე სლაიდების ჩასმა დრაივში ,ინფორმაციების გაზიარება ,გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ მასალებს შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროეტის თემასთან დაკავშირებითული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

შედით პირად ბლოგში და შექმენით ჩანაწერი სათაურით მეოთხე მოდულის რეფლექსია.
2. გადაიტანეთ შემდეგი მინიშნება თქვენს ბლოგში. განიხილეთ, რამდენად გაფართოვდა თქვენი ცოდნა კურსის ზოგად შეკითხვასთან დაკავშირებით:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან
 - 

Sunday, April 14, 2019

მე-4 დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შეფასების სტრატეგიები,პროექტის შეფასება .გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციამეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
>