Saturday, April 20, 2019

მე-5 დღის რეფლექსია

მე-5 დღეს  ვისწავლე სლაიდების ჩასმა დრაივში ,ინფორმაციების გაზიარება ,გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ მასალებს შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროეტის თემასთან დაკავშირებითული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

შედით პირად ბლოგში და შექმენით ჩანაწერი სათაურით მეოთხე მოდულის რეფლექსია.
2. გადაიტანეთ შემდეგი მინიშნება თქვენს ბლოგში. განიხილეთ, რამდენად გაფართოვდა თქვენი ცოდნა კურსის ზოგად შეკითხვასთან დაკავშირებით:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან
 - 

Sunday, April 14, 2019

მე-4 დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შეფასების სტრატეგიები,პროექტის შეფასება .გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციამეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
>

Sunday, April 7, 2019

მე-3 დღის რეფლექსია

ერთმანეთს მიულოცეთ ხარების დღესასწაული.შემდეგ განვიხილეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ მაგალითები.დავსვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.

Saturday, April 6, 2019

             ტრენერს,ტრენინგის წევრებსა და სრულიად საქართველოს გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს უფალი შეგეწიოთ.

მე-2 დღის რეფლექსია

 გავეცანი მეორე მოდულს შევქმენი ბლოგი ,გავეცანი პროექტის შესახებ  ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა  ფორმებს{გაზეთი, ბუკლეტი და ა.შ};  რომელსაც პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ.დავსვით მიმართულების მიმცემი კითხვები
   - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს,
>    გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი
>    ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას.
>    მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
>    - ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ
>    იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და
>    ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
>    - თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ
>    უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით ვაგროვებთ
> ინფორმაციას
>    ძირითად კითხვებზეც.
>    - შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია,
>    კონკრეტული პასუხებით.
>    - 

1-ლი დღის რეფლექსია

გავეცანი პროექტით სწავლების  მნიშვნელობას ,რომელსაც პრაქტიკაში გამოვიყენებ